მონტელა:"მესი უცხოპლანეტელია"

21-04-2018, 23:05

ანდალუსიური "სევილიას" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ პრესასთან "ბარსელონასთან" ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ეს უმნიშვნელოვანესი თამაშია. ფეხბურთელები მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ".

"მთავარია ჩემმა გუნდმა კონცენტრაცია და ბრძოლის ჟინი არ დაკარგოს, დანარჩენი უკვე მეტოქეზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია კატალონიელებს ღირსეული შეწინააღმდეგება გავუწიოთ და ესპანეთის თასსაც დავეუფლოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვცდით. "სევილია" მაქსიმალურად ეცდება ბურთი გააკონტროლოს და "ბარსელონას" შანსები არ დაუტოვოს".

"მესი ჩვეულებრივი უცხოპლანეტელია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ის ერთი ღამით დედამიწაზე არ იქნება და მოგების საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა მონტელამ.

ცნობისთვის, ესპანეთის თასის დაპირისპირება დღეს, 21 აპრილს თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.



  • messi10
  • 21 აპრილი 2018 23:07
მესიზე მაგარი თქვა:დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით