ობამეიანგის ოცნება რეალში თამაშია

4-04-2016, 00:15

"დორტმუნდის" თავდამსხმელი პიერ-ემენიკ ობამეიანგი არ მალავს, რომ მისი ოცნება მადრიდის "რეალში" თამაშია. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდული გრანდი ახალგაზრდა აფრიკელის შეძენას შეეცდება. ფეხბურთელმა კი "სამეფო გუნდში" თამაშის სურვილი გამოცემა AS-თან ღიად დააფიქსირა.  "დორტმუნდში თავს მე და ჩემი ოჯახი კარგად და მშვიდად ვგრძნობთ. თუმცა, მე არასოდეს დამიმალავს ჩემი ოცნება, რომ ერთ დღეს ვითამაშო მადრიდის "რეალში". ჩემს ბაბუასთან პირობა მაქვს დადებული, რომ ამ ოცნებას ავიხდენ. თუმცა, "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ", - აცხადებს ობამეიანგი. ობამეიანგი ამ სეზონს ბრწყინვალედ ატარებს. მას ყველა შეჯიბრებაში 35 გატანილი გოლი დაუგროვდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით