კოუტინიო:"დღეს მე უბედნიერესი ვარ"

22-04-2018, 10:36

გუშინ, 21 აპრილს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ესპანეთის თასის ფინალი გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა "ბარსელონას" სრული უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით 5:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, კატალონიური გრანდის ბრაზილიელმა ახალწვეულმა ფილიპე კოუტინიომ პრესასთან თავის ემოციებზე ღიად ისაუბრა.

"დღეს მე უბედნიერესი ვარ, რადგანაც პირველი ტიტული მოვიგე "ბარსას" მაისურით. დამერწმუნეთ, ეს დღე არასდროს დამავიწყდება".

"ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, ისეთი, როგორსაც ესპანეთის თასის ფინალი იმსახურებს".

"მართალია ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ, მაგრამ ახლა უკვე დანარჩენ ტურნირებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული", - განაცხადა კოუტინიომ პრესასთან საუბრისას.



  • messi10
  • 22 აპრილი 2018 10:37
მესის უფრო მეტად რო უხარია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით