ვენგერი ნებით არ წასულა?!

22-04-2018, 16:07

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა იან რაიტმა განაცხადა, რომ არსენ ვენგერი თავისი ნებით არ წასულა და გაუშევს. რაც შეეხება რაიტს ის "მეთოფეების" ღირსებას 1991-98 წლებში იცავდა.

"არსენ ვენგერი - პრინციპული და პატიოსანი კაცია. დარწმუნებული ვარ, მან თავად კი არ გადაწყვიტა წასვლა, არამედ - გაათავისუფლეს. სამწუხაროა, რომ საქმე გათავისუფლებამდე მივიდა. ალბათ, ვერასდროს შევიტყობთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე. ფაქტი ერთია ვენგერი კლუბიდან თავაწეული მიდის", - განაცხადა იანმა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგმა სპეციალისტმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ, 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. საეჭვოა ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა პრემიერლიგის მატჩის დასრულებისთანავე პრესკონფერენცია გამართა და არც ერთი მინიშნება არ გაუკეთებია კლუბის დატოვების შესახებ. მეორე დილით კი განაცხადა, რომ  "ემირეიტზე" 22 წლიან მოღვაწეობას ასრულებს . 



  • goga1996
  • 22 აპრილი 2018 16:08
გაუშვეს აბა რა....

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საბა კვირკველიამ “ლოკომოტივს“ მოაგებინა (ვიდეო)

დაგვიმეგობრდით