დი ფრანჩესკო: "მე შეიძლება ტაქტიკაც შევცვალო"

24-04-2018, 12:01

დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში "რომას" დაუპირისპირდება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე კომენტარი გააკეთა "გლადიატორთა" თავკაცმა დი ფრანჩესკომ.

"ჩემი ბიჭები კვლავ თამაშობენ სერია ა-ში. ვცდილობთ ყველა შეხვედრა წარმატებით დავასრულოთ. ბიჭები მზად არიან მომავალი მატჩისთვის. "ლივერპული" ძლიერი გუნდია. მათ დაამტკიცეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ ერთნაირი გზა გვიარეთ, რთული, მაგრამ მიზანდასახული. 

მე შეიძლება ტაქტიკაც შევცვალო, რადგან ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები მჭირდება. ზოგ შეხვედრაში დიდი ძალის დახარჯვა გვიწევს და მჯერა, რომ სწორედ მსგავსი შეხვედრა გველოდება წინ.

რაც შეეხება სალაჰს, მჯერა, რომ ჩემი ბიჭები მას შეაკავებენ. ეგვიპტელის თვისებები ძალიან მკაფიო და ფაქტი სახეზეა. მოჰამედმა ამ სეზონში 41 გოლი გაიტანა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ძეკომ შარშან 39-ჯერ შეძლო მეტოქე გუნდის გამწარება", - განაცხადა ფრანჩესკომ.

შეგახსენებთ, რომ კლუბებმა მძიმე გზა გაიარეს ამ ეტაპამდე. "ლივერპულმა" მერვედფინალში "პორტუ" დაამარცხა, შემდეგ იყო "მანჩესტერ სიტისთან" განავარდება. რაც შეეხება "რომას" "შახტართან" ჯახი მოუწია და ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, ხოლო "ბარსელონას" საუკუნის ქამბექი გაუკეთა და ნახევარფინალში გააღწია.





  • beka10
  • 24 აპრილი 2018 12:09
დი ფრას ბიჭები დღეს საოცრად წააგებენ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით