ვენგერი დილემის წინაშე - "დორტმუნდი" თუ მშობლიური საფრანგეთი?

25-04-2018, 00:00

როგორც ყველასთვის ცნობილია, ლონდონის "არსენალის" ფრანგმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა 22-წლიანი ლონდონური ვოიაჟის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ მას ფეხბურთიდან წასვლა ჯერ კიდევ არ სურს.

ინგლისური გამოცემები იუწყებიან, რომ 68 წლის ფრანგი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას გერმანიაში, კერძოდ კი დორტმუნდში აპირებს. 

ცნობისთვის, ვენგერს მთხოვნელები შუაგული საფრანგეთიდანაც გამოუჩდნენ. "პარი სენ-ჟერმენის" ბოსები უნაი ემერის მიღწევებით კმაყოფილები არ არიან და პარიზული გუნდის ფრანგისთვის ჩაბარებას აპირებენ. განა ვინ იცის ვენგერზე კარგად მშობლიური ფეხბურთის პრობლემები?

კულუარებში საუბრები მიდის იმაზეც, რომ გამოცდილი სპეციალისტი შესაძლოა აზიაში გადაბარგდეს და ინგლისის მსგავსად იქაც თავისი დამახასიათებელი საფეხბურთო სტილი დაამკვიდროს.

ასე და ამგვარად, ამ ეტაპზე ფეხბურთის ფანებს მხოლოდ ლოდინიღა დარჩენიათ.



  • messi10
  • 25 აპრილი 2018 00:01
წავიდეს პარიზშ სამშობლოში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით