ზიდანი ელ კლასიკოს ისტორიაში შევიდა

3-04-2016, 02:32

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩი, სადაც “ბარსელონამ” “რეალს” უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო ზინედინ ზიდანის მიერ გაწვრთნილი "რეალის" პირველი კლასიკო, რომელიც ფრანგი სპეციალისტისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რადგან სამეფო კლუბმა მეტოქის დამარცხება კამპ ნოუზე შეძლო. აღსანიშნავია, რომ ზიდანი არის ბერნდ შუსტერის შემდეგ პირველი მწვრთნელი, რომელმაც სადებიუტო კლასიკოში გამარჯვების მოპოვება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ გერმანელი მწვრთნელი მადრიდულ გრანდს 2007–2008 წლების ეზონში წვრთნიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით