• 09-08-2023
    ოფიციალურად: "ბარსელონამ" კესიე "ალ აჰლიში" გაყიდა
    ოფიციალურად: "ბარსელონამ" კესიე "ალ აჰლიში" გაყიდა

    "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანკ კესიე კარიერას საუდის არაბულ "ალ აჰლიში" გააგრძელებს.

    კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველის გაყიდვით "ბლაუგრანამ" 12.5 მილიონი ევრო მიიღო.

    შეგახსენებთ, რომ კესიე "ბარსას" 2022 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 43 ოფიციალურ მატჩში 26 წლის შუახაზელმა 3 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი "კამპ ნოუზე" მოგებულ "ელ კლასიკოში", რომელმაც საჩემპიონო რბოლის იმედი გადაწყვიტა.

    Facebook კომენტარები