გატუზოს ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს

27-04-2018, 13:02

აპენინური მედიის ინფორმაციით, "როსონერის" თავკაცი ჯენარო გატუზო კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდება. აღნიშნული ფაქტის მიზეზი ლომბარდიულ გრანდში განსახორციელებელი ცვლილებებია, რომელშიც ზაფხულში გასატარებელი სატრანსფერო პოლიტიკაც შედის. 

როგორც ირკვევა გატუზო გენერალურ დირექტორ მარკო ფასონესა და სპორტულ დირექტორ მასიმო მირაბელის იმ წარუმატებულ პერიოდზეც ესაუბრება, რომელიც "შავ-წითლებს" ბოლო პერიოდში დაუდგათ. "სან სიროს" ბინადრებმა ბოლო 5 შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგეს. 

შეგახსენებთ, რომ "მილანი" სერია ა-ში მე-6 პოზიციაზე იმყოფება და საჩემპიონთალიგო ამბიცია სამწუხაროდ არ გააჩნია. მოუგებელმა სერიებმა გუნდს პრობლემები შეუქმნა და ამ ეტაპზე ჯენაროს ევროპა ლიგაც საოცნებო გაუხდა. 



  • goga1996
  • 27 აპრილი 2018 14:25
gatuzo moayumarebs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საბა კვირკველიამ “ლოკომოტივს“ მოაგებინა (ვიდეო)

დაგვიმეგობრდით