სალაჰი ლიგაზე საუკეთესოდ დაასახელეს

27-04-2018, 14:55

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპზე "ლივერპული" "რომას" დაუპირისპირდა და მეტოქე გუნდი "ენფილდზე" 5:2 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 2017-18 წლის სეზონის აღმოჩენამ მოჰამედ სალაჰმა და თავი გოლებით გამოიჩინა.

საუცხოო თამაშსს სალაჰის დაფასება კიდევ ერთხელ მოჰყვა, რაც უეფას ოფიციალურ გამოკითხვაში გამოიხატა. ეგვიპტელმა გულშემატკივრების ხმების 92 პროცენტი მიიღო და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 

მეორე ადგილი მადრიდის "რეალის“ ბრაზილიელმ მარცხენა მცველმა მარსელომ დაიკავა, რომელმაც მიუნხენის "ბაიერნთან“ სტუმრად 2:1 მოგებულ შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.   



  • goga1996
  • 27 აპრილი 2018 14:56
საღოლ სალაააააჰ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით