პამელა ანდერსონი ოცნების ფეხბურთელის თამაშს დაესწრო

27-04-2018, 22:59

გუშინ გაიმართა ევროპის ლიგის 1/2 ფინალური მატჩი, რომელშიც მარსელის "ოლიმპიკმა" ზალცბურგის "რედ-ბულს" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ზემოხსენებულ მატჩს ცნობილი ამერიკელი მსახიობი და პლეიბოის ვარსკვლავი, პამელა ანდერსონი დაესწრო. 50 წლის ყოფილი მოდელი პაპარაცებმა ტრიბუნებზე გამოიჭირეს.

როგორც ცნობილია, პამელა ამ მატჩს თავისი სატრფოს, ადილ რამის მხარდასაჭერად დაესწრო. ფრანგი ფეხბურთელი და ამერიკელი ვარსკვლავი უკვე ერთი წელია რაც ერთმანეთს ხვდებიან. წყვილმა ერთმანეთი 2017 წლის მონაკოს გრან-პრიზე გაიცნო და უკვე წელიწადზე მეტია რაც ერთად არიან.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის რამი "მარსელის" დაცვის ხაზის ლიდერია და დიდი ალბათობით, ის მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იასპარეზებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით