სალაჰი:"წლის უმნიშვნელოვანესი მომენტი ჯერ კიდევ წინ არის"

30-04-2018, 09:23

მერსესაიდული "ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა პრესასთან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.

"ჩვენ ფინალში აუცილებლად გავალთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მთავარია შეცდომები ნულამდე დავიყვანოთ და განწყობა ავიმაღლოთ".

"ეს სეზონი ჩემთვის საოცრად პოზიტიური გამოდგა, მაგრამ ვფიქრობ, რომ წლის უმნიშვნელოვანესი მომენტი და დამაგვირგვინებელი ფაზა ჯერ კიდევ წინ არის".

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ "ლივერპული" ლიგის მოგებაზე ოცნებობს", - განუცხადა სალაჰმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, "ლივერპული" "რომასთან" განმეორებით შეხვედრას 2 მაისს გამართავს.



  • messi10
  • 30 აპრილი 2018 19:37
salahi magari kacia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით