"ბაიერნს" ალაბა დაუბრუნდა

30-04-2018, 20:57

ხვალ გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი, რომელშიც მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს. "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა გუნდის განაცხადი დაასახელა.

ბავარიელებს ორკვირიანი უქმობის შემდეგ დავიდ ალაბა დაუბრუნდათ. ჯერ-ჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა ავსტრიელი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობიდან თამაშს.

მიუნხენელთა რიგებში ცუდი ამბებიცაა. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ "რეალთან" გუნდს ლიდერი, არიენ რობენი ვერ დაეხმარება.

სულ კი "ბაიერნის" განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:

ულრიხი, შტარკე, ფრიუხტლი, ვაგნერი, ზულე, ჰუმელსი, რაფინია, ბერნატი, კიმიხი, ალაბა, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, მაი, შაბანი, რუდი, ტოლისო, მიულერი, ხამეს როდრიგესი, რიბერი, ლევანდოვსკი.



  • tsandro
  • 30 აპრილი 2018 21:21
საინტერ5ესო თამაში გველის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში განაახლა

დაგვიმეგობრდით