• 10-08-2023
    " ვამაყობ ჩემი გუნდით ბიჭებმა ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე იბრძოლეს" - ვაისის კომენტარი მარცხთან დაკავშირებით
    " ვამაყობ ჩემი გუნდით ბიჭებმა ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე იბრძოლეს" - ვაისის კომენტარი მარცხთან დაკავშირებით

    როგორც მოგეხსენებათ, ქართველების, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გუნდი, "სლოვან ბრატისლავა" ჩემპიონთა ლგისი საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის პირველ შეხვედრაში "მაკაბი ჰაიფასთან" 2:1 დამარცხდა.

    ამასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ყოფილმა და "სლოვანის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

    "დღეს შესანიშნავი ფეხბურთი იყო. მეტოქემ თავისი კლასი დაამტკიცა, თუმცა ჩვენც კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ვამაყობ ჩემი გუნდით, ბიჭებმა ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე იბრძოლეს. მეკარე ბორიანმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა"

    "მიხარია, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია. საპასუხო შეხვედრაში მაყურებლებისგან ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ გამარჯვების სურვილით გავემგზავრებით და სასწაულის მოხდენას შევეცდებით", - განაცხადა სლოვაკმა.

    Facebook კომენტარები