მბაპე: "კანტეს სათამაშო სტილი ძალიან მომწონს"

1-05-2018, 15:15

"პარი სენ-ჟერმენის" ფრანგმა ფეხბურთელმა კილიან მბაპემ პრესასთან ლონდონური "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველის ნ'გოლო კანტეს შესახებ ისაუბრა.

"ნ'გოლო არაჩვეულებრივი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. მან შეძლო და თავი ყველას მშრომელ ფეხბურთელად გააცნო".

"მისი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს და მსურს, რომ მან "პსჟ"-ში ითამაშოს. ჩემი აზრით, ის ჩვენი გუნდისთვის იდეალურია", - განუცხადა მბაპემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, კანტე დედაქალაქური კლუბის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიზნეა.

შეგახსენებთ, რომ ნ'გოლო ლონდონურ კლუბში 2016 წელს "ლესტერიდან" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ფრანგმა "არისტოკრატების" შემადგენლობაში 66 მატჩი ჩაატარა და კლუბისთვის უკვე შეუცვლელ ფიგურად იქცა.



  • messi10
  • 1 მაისი 2018 15:16
როგორი სურვილები აქ მბაპეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საბა კვირკველიამ “ლოკომოტივს“ მოაგებინა (ვიდეო)

დაგვიმეგობრდით