ჰაინკესი: "მსაჯების კომპეტენტურობის იმედი მაქვს"

1-05-2018, 15:37

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება, რომელშიც მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს და კიევის საგზურის განაღდებას შეეცდება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე "რეკორდმაისტერთა" თავკაცმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსაჯებს მეტი ობიექტურობა მართებთ.

"მიმდინარე სეზონში "ბაიერნმა“ უკვე აჩვენა, რომ წარუმატებლობასთან გამკლავება შეუძლია. მადრიდში კარგი თამაშის საჩვენებლად და ნებისმიერი შანსის, რომელიც შეგვექმნება გამოსაყენებლად ჩამოვედით. 

ბაიერნმა“ უფრო ეფექტურად უნდა ითამაშოს, ვიდრე პირველ შეხვედრაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა გვსურს და კარგი გვესმის, რომ "რეალი“ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამას ხელი შეუშალოს.

მნიშვნელობა არ აქვს "ბაიერნმა“ "რეალთან“ რამდენჯერ წააგო, რადგან მწვრთნელი მე არ ვიყავი“, - განაცხადა იუპმა. 

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ზუსტად ერთი კვირის წინ გაიმართა და ზიზუს ბიჭებმა პენსიაზე გასულ ჰაინკესს "ალიანს არენაზე" 2:1 სძლიეს. 



მაგაში შეცდი ძმა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში განაახლა

დაგვიმეგობრდით