ვაგნერი:"ბაიერნის" ფეხბურთელებმა ფიცი დავდეთ"

1-05-2018, 16:11

რამდენიმე საათის წინ, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა სანდრო ვაგნერმა მადრიდის "რეალთან" საპასუხო მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა.

"მთავარია განცდილი მარცხის შემდეგ შეცდომები შევამციროთ და ნახევარფინალურ მატჩზე მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებულები".

"აინრახტთან" გამართულ შეხვედრაში მსოფლიოს ჩვენი ძალები კვლავ დავუმტკიცეთ. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ "რეალთანაც" იგივეს ვაპირებთ".

"ბაიერნის" ფეხბურთელებმა ფიცი დავდეთ, რომ მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯებით და თავს არ დავზოგავთ", - განაცხადა ვაგნერმა პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ განმეორებითი მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.



  • messi10
  • 1 მაისი 2018 16:12
fici gishvelit vitom?

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით