ჰაინკესი: "ამ შედეგს არ ველოდი"

2-05-2018, 01:43

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის გუნდს არ გაუმართლა. 

"სიმართლე გითხრათ ასეთ შეხვედრას არ ველოდი. ჩემი გუნდი მეტოქეს სჯობდა და შესაბამისი შედეგის დაფიქსირებაც შეგვეძლო, თუმცა არ გაგვიმართლა. ასეთი რამ დიდი ხანია არავის უნახავს. ძირითადის ფეხბურთელების გარეშე 80 ათასიან სტადიონზე "რეალს" ბოლო წუთამდე ვებრძოლეთ. საბოლოო ჯამში იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ყველაფერს რეალისტურად ვუყურებ", - განაცხადა ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერები" ორი მატჩის ჯამში 4:3 დამარცხდნენ. 



  • beka10
  • 2 მაისი 2018 01:45
შემეცოდა ბიძია იუპი :(

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით