ჰენდერსონი:"რომამ" ღირსეულად ითამაშა"

3-05-2018, 09:13

გუშინ, 2 მაისს იტალიაში ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს მერსესაიდული "ლივერპული" და ადგილობრივი "რომა" დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოთ "მგლების" გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა, მაგრამ მოგების მიუხედავად "რომაელებმა" ფინალში გასვლა ვერ შეძლეს და ორი მატჩის ჯამში 7:6 დამარცხდნენ.

მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე პრესასთან მერსესაიდელთა კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა ისაუბრა.

"აქამდე მოსვლა საკმაოდ რთული იყო და ჩვენ ეს თავდაუზოგავი შრომის შედეგად შევძელით".

"დღევანდელ მატჩში კონცენტრირება კონტრ-შეტევაზე მოვახდინეთ და საბოლოოდ ამ ტაქტიკის წყალობით ორი გოლის გაქვითვაც შევძელით".

"რომამ" ღირსეულად ითამაშა და ტოლი არაფერში დაგვიდო. მე დიდად ვაფასებ მათ გარჯას", - განაცხადა ჰენდერსონმა პრესის წარმომადგენლებთან.



  • messi10
  • 3 მაისი 2018 14:29
vetanxmebi hendersons 100 procentit

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით