მოურინიო: "ესიენის მამიკო ვარ"

3-05-2018, 16:06

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ესიენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ფეხბურთელი კი არა მისი შვილია. მოგეხსენებათ, მასთან ერთად, პორტუგალიელი მწვრთნელი “რეალსა“ და “ჩელსიში“ ირჯებოდა. 

"მე, მისი თეთრი მამიკო ვარ. ალბათ, იგი ერთადერთია, ვინც თავისთან, ნამდვილად სახლში დამპატიჟა. მესმის, რატომ იყო მზად, თანაგუნდელებისთვის, კლუბისთვის, მწვრთნელისთვის მომკვდარიყო, თუ რატომ თამაშობდა ასე “რეალში“, როცა მისი მუხლი მუხლი აღარ იყო", - განაცხადა პორტუგალიელმა. 

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ესიენი "ჩელსისა" და "რეალის" ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა, შემდეგ "მილანში" გადავიდა და ბოლოს პანათინაიკოსში გადაბარგდა. 



dedas velodi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით