ლეონარდო: "გატუზოს გათავისუფლებას არ ვგეგმავთ"

26-10-2018, 17:11

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ევროპა ლიგაზე "ბეტისთან" საკუთარ მოედანზე მოულოდნელი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან, ჯენარო გატუზოზე და რობერტო დონადონიზე ისაუბრა.

"ჩვენი მიზანი კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. მარცხი ცუდია, თუმცა შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და წინსვლა განვაგრძოთ. ყველაზე მეტად სტაბილურობა გვაკლია და ამაზე ყველაზე მეტი უნდა ვიმუშაოთ."

"დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ გატუზო მაღალი დონის მწვრთნელია. მე მას ვენდობი და პატივს ვცემ. დონადონი? ჭორია. ხალხმა ასეთი სიახლეები არ უნდა დაიჯეროს. რობერტოს პატივს ვცემ, თუმცა "როსონერის" ის არ სჭირდება" - განაცხადა ლეონარდომ.



ifiqros:d grandia finalshi marseli:d

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით