გატუზო ფეხბურთელს დაემუქრა

5-05-2018, 10:03

"როსონერის" იტალიელმა თავკაცმა ჯენარო გატუზომ კლუბის ამომავალ ვარსკვლავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰაშიმ მასტური ფეხბურთზე უნდა იყოს კონცენტრირებული და არა, სოციალურ ქსელში აქტიურობაზე.

"ბოლო დროს, ჩვენ მასთან ბევრი ვისაუბრეთ. დავემუქრე კიდეც, ვინაიდან ის ინტერნეტში ატვირთული ვიდეოებით უფრო მეტად გახდა ცნობილი, ვიდრე მინდორზე თამაშით. ვუთხარი, რომ ამას თუ არ შეწყვეტდა, კბილებს ჩავულეწავდი.

ამის მერე, იგი უკეთ გამოიყურება ვარჯიშებისას, ამიტომ გადავწყვიტეთ, მისთვის თამაშებში თავის გამოვლენის შანსი მიგვეცა. ვფიქრობ, მან შეცდომებზე უნდა ისწავლოს და თავის თამაშს, სტაბილურობა შეჰმატოს", - განაცხადა რინომ.

შეგახსენებთ, რომ მასტურმა სოციალურ ქსელებში პოპულარობა ახალგაზრდულ ასაკში დრიბლინგისა და ფინტების ვიდეოკლიპებით მოიპოვა.  აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჰაშიმმა მილანელთა ახალგაზრდულ შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა. 





საღოლ გატუზო ძმა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით