ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოშტა გახდა. უეფას ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, "როხიბლანკოსის" ფეხბურთელმა გამოკითხვაში ხმების 83% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა "ზალცბურგის" ნახევარმცველმა ამადუ აიდარამ კი - 17%.
ესპანელმა ფეხბურთელმა ნახევარფინალურ ეტაპზე გუშემატკივრებს თავი გადამწყვეტი გოლით დაამახსოვრა. აღნიშნული გოლი განმეორებით შეხვედრაში გავიდა. გრიზმანის პასის შემდეგ, ამუკანასკნელმა გოლი ჩეხის კარში შეაგდო და კლუბს ლიონის საგზური გაუნაღდა.
საფინალო მატჩი "ატლეტიკოსა" და "მარსელს" შორის 16 მაისს გაიმართება.
-
|
-
|