• 10-08-2023
    მამარდა მადრიდის "რეალში"? - რას წერს ესპანური მედია
    მამარდა მადრიდის "რეალში"? - რას წერს ესპანური მედია
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "რეალის" მთავარმა მეკარემ ტიბო კურტუამ ვარჯიშზე ჯვარდონი იოგები გაიწყვიტა. რის გამოც ბელგიელი პრაქტიკულად მთელ სეზონს გამოტოვებს.

    ბუნებრივია, "სამეფო გუნდს" სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში ახალი კარის დარაჯის მოყვანა მოუწევს.

    ცნობილი ესპანური გამოცემა "El Chiringuito TV"-ი იუწყება, რომ მადრიდელები ბელგიელის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავენ.

    აქამდე ქართველი მეკარე მიუნხენის "ბაიერნის" და ლონდონის "ჩელსის" რადარზე იმყოფებოდა, თუმცა ამჯერად მოსალოდნელია, რომ მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს "ბლანკოსი" გამოიჩენს.

    გარდა გიორგისა, "თეთრები" ასევე იასინე ბონოს, დავიდ დე ხეასა და კეპა არისაბალაგას კანდიდატურებსაც განიხილავენ.

    ასე და ამგვარად, ამ მომენტისთვის "რეალის" თვალთახედვის არეალში სწორედ ეს 4 მეკარე მოსჩანს.

    Facebook კომენტარები