ევროპული გრანდები ოდოისთვის იბრძვიან

6-05-2018, 22:06

ევროპული გრანდები ლონდონის "ჩელსის" 17 წლის ვუნდერკინდის, ჰადსონ-ოდოის შესაძენად იბრძვიან.

გამოცემა GOAL-ის ინფორმაციით, ოდოის შეძენა ყველაზე მეტად მადრიდის "რეალს" სურს. როგორც ცნობილია, გუნდის სკაუტები უკვე დიდი ხანია, რაც ინგლისელ მოთამაშეს აკვირდებიან.

"სამეფო კლუბის" გარდა ოდოის შეძენა ასევე ტურინის "იუვენტუსსა" და კატალონიის "ბარსელონასაც" სურთ.

აქვე გეტყვით, რომ ოდოი "ჩელსის" აღზრდილია და ის თავის ასაკში ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. მან მიმდინარე სეზონში 4-ჯერ იასპარეზა "ლურჯების" შემადგენლობაში.



  • tsandro
  • 6 მაისი 2018 22:06
კაი იგროკია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში განაახლა

დაგვიმეგობრდით