დიდი დაბრუნება - ნოიერი გერმანიის თასის ფინალში ითამაშებს

7-05-2018, 23:08

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი მეკარე მანუელ ნოიერი მძიმე ტრავმის შემდეგ ფრანკფურტის "აინტრახტთან" გასამართ შეხვედრაში დაბრუნდება.

როგორც ცნობილი გახდა, "ბაიერნის" ძირითადმა კიპერმა აღდგენითი პროცესი უკვე თითქმის დაასრულდა და მზად არის გერმანიის თასის ფინალურ მატჩში მისი დროებითი შემცვლელი სვენ ულრაიხი ჩაანაცვლოს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის მეკარემ ტრავმა გასული წლის სექტემბერში ვარჯიშის დროს მიიღო, როდესაც მიუნხენის "ბაიერნი" "შალკესთან" თამაშისთვის ემზადებოდა. ნოიერმა წვივის ძვალი გაიბზარა.

ცნობისთვის, გერმანიის თასის ფინალი 19 მაისს ჩატარდება.



ძაან აკლდა ლიგაზე ბაიერნს

  • messi10
  • 8 მაისი 2018 10:05
bazariaraa levan

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით