ჩალჰანოღლუ: "დავრჩები და გატუზოსთან ერთად ვიბრძოლებ"

8-05-2018, 15:03

"მილანის" თურქმა ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ, რომელიც გუნდში ჯენარო გატუზოს მისვლის შემდეგ "როსონერის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა, აპენინურ მედიასთან თავის მწვრთნელზე ისაუბრა.

"ჯენაროსთან ყველას შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მასთან საერთო ენის გამონახვა რთული არ არის, ის ჩვენი უფროსი მეგობარია".

"მწვრთნელის ერთ-ერთი დადებითი თვისება კარგი კომუნიკაციის უნარია და ეს ჩვენს შორის ბარიერი არ არის, რადგან გატუზო არაჩვეულებრივად საუბრობს ინგლისურად".

"ფეხბურთელებს სამწვრთნელო შტაბთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება შემდეგშიც".

"ჩემი გეგმები? რამდენიმე ევროპულ კლუბში მითამაშია, მაგრამ აქ ყოფნა ახდენილი ოცნებაა. რა თქმა უნდა, წასვლას არ ვაპირებ, დავრჩები და გატუზოსთან ერთად ვიბრძოლებ", - განაცხადა თურქმა შემტევმა.



მხეცი ხარ ჰაკან <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით