• 11-08-2023
    ბრწყინვალე სიახლე! - ივა გელაშვილის შეძენა იტალიურ გუნდს სურს
    ბრწყინვალე სიახლე! - ივა გელაშვილის შეძენა იტალიურ გუნდს სურს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელს, ივა გელაშვილს ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატი გამოუვიდა.

    ახალგაზრდა ფეხბურთელი კონტინენტის პირველობაზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და უცხოელი სკაუტების ყურადღებაც მიიქცია.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გელაშვილის შეძენით “სპეცია” დაინტერესდა.

    საგულისხმოა, რომ “სპეცია” სერია B-ს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი გახლავთ.

    ცნობისთვის, ივა გელაშვილი ამჟამად “საბურთალოს” ღირსებას იცავს.

    Facebook კომენტარები