"იუვენტუსმა" "მილანს" იტალიის თასი მოუგო

10-05-2018, 12:31

9 მაისს, იტალიის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "იუვენტუსი" და "მილანი" დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა ტურინელთა გამარჯებით 4:0 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. მეორე ტაიმში კი თავი ბენატიამ ორჯერ გამოიჩინა და დუბლი ჩაიწერა აქტივში. "შავ-თეთრებიდან" მორიგი გოლი კოსტამ შეაგდო, ხოლო საბოლოო ანგარიში ტაბლოზე "როსონერის" თავდამსხმელმა დააფიქსირა. უნდა აღინიშნოს, რომ კალინიჩმა მე-4 გოლი საკუთარ კარში ჩაჭრა. 

შეგახსენებთ, რომ ეს ერთ-ერთი ბოლო ტიტული გახლდათ, რომელიც ტურინელთა და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ და კაპიტანმა მოიგო. მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონი სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას გეგმავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში განაახლა

დაგვიმეგობრდით