ელ კლასიკოს გამო საქართველოში კონფლიქტი მოხდა

1-04-2016, 01:13

დღევანდელი კვირა ფეხბურთის მოყვარულთათვის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს, რადგან მათ, არც მეტი არც ნაკლები, ელ კლასიკო ელოდებათ წინ. თუმცa, სანამ "ბარსელონა" და "რეალი" დაუპირისპირდება ერთმანეთს, მანამდე ერთმანეთს ქართველო გულშემატკივრები და "სილკ მედია" შეერკინენ. როგორც მოგეხსენებათ, "სილკ მედიამ" ქართველ გულშემატკივარს ერთი უფასო არხი (ჯერჯერობით) შესთავაზა, რომელიც "სილკ უნივერსალის" სახელითაა ცნობილი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ელ-კლასიკო "სილკ სპორტ 1"-ზე გაეშვა, და არა "უნივერსალზე". ამან გულშემატკივრის პროტესტი გამოიწვია და უკმაყოფილობა საჯაროდაც გამოხატეს. თავის მხრივ, "სილკ მედიამ" ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს ვითარება აუხსნა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით