აგუერო ესპანეთში?

11-05-2018, 12:31

ესპანური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში, მადრიდის "ატლეტიკოს" გრიზმანი დატოვებს. წაყროს ცნობით, ფრანგი შემტევი კატალონიის "ბარსელონას" სურს. 

როგორც ირკვევა "როხიბლანკოს" მესვეურებმა ანტუანის შემცვლელის ძებნა დაიწყეს და ძველ მეგობარს მიადგნენ. სიმეონეს მიზნად სერხიო აგუეროს გადმობირება აქვს დასახული. აქვე გეტყვით, რომ არგენტინელი "ატლეტიკოს" რიგებში წლების განმავლობაში ასპარეზობდა. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, სერხიომ ქალაქელთა რიგებში 39 მატჩი ჩაატარა და 30 გოლის გატანა შეძლო. 



  • goga1996
  • 11 მაისი 2018 18:20
დარჩი სახლში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ოქრიაშვილი უკლუბოდაა

დაგვიმეგობრდით