გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

11-05-2018, 00:27

დღეს გაიმართა ბელგიის იუპიერ ლიგის შეხვედრა, რომელშიც "გენკმა" "გენტს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველ ტაიმში სტუმართა ქართველთა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ დაზიანება მიიღო. 27-ე წუთზე, როდესაც 18 წლის ფეხბურთელი ბურთის ართმევას ცდილობდა, მან ფეხი უხერხულად დადგა და ბარძაყის არეში ტკივილი იგრძნო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. ჩაკვეტაძე გამოკვლევებს ხვალ ჩაიტარებს და სწორედ ამის შემდგომ დადგინდება, თუ როდის მოახერხებს ის დაბრუნებას მინდორზე.

აქვე გეტყვით, რომ სტუმართა ერთადერთი გოლის დროს საგოლე გადაცემა სწორედ ქართველმა ლეგიონერმა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით