ლობჟანიძეს მორიგი დუბლი

13-05-2018, 17:13

დანიის სუპერლიგის გასავარდნი ზონის ფლეი-ოფის მეოთხედფინალში, საბა ლობჟანიძის რანდერსმა ჰელსინგორს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა ქართველმა ლეგიონერმა მცირე ტრავმის მოშუშების შემდეგ მიიღო.
 
ჩვენებრუმა კლუბის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მატჩის 58-ე წუთზე რანდერსი დააწინაურა და ზუსტად 8 წუთში, დუბლიც ჩაიწერა აქტივში. საბა მწვრთნელმა 89-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანა. 

23 წლის ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში 37 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლის გატანა შეძლო. ორი მატჩის ჯამში, რანდერსმა მეტოქე 3:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.



  • goga1996
  • 13 მაისი 2018 17:19
sagol lobjaaa

  • Joe Hart
  • 13 მაისი 2018 20:03
Maladec sabas imedia nakrebshic ase gaibrwyinebs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიური მედია: "პჟ"-სა და "იუნაიტედის" სკაუტები ჩაკვეტაძეს აკვირდებიან"

დაგვიმეგობრდით