იტალიის ნაკრები გამოირიცხა! ანჩელოტიმ არჩევანი ამ კლუბზე შეაჩერა

14-05-2018, 15:31

Football Italia-ს ინფორმაციით, ზაფხულში, შესაძლოა ნაპოლი კარლო ანჩელოტიმ ჩაიბაროს. წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის ამჟამინდელი მწვრთნელი მაურიციო სარი დიდი ალბათობით "ჩელსიში" გადავა. 

როგორც ირკვევა, კლუბსა და იტალიელ სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში მედიისთვის ყველა დეტალი გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, ბოლო წლებში  პაპა კარლო ბაიერნს წვრთნიდა და იტალიის ნაკრების თავკაცობა იუარა. აპენინელთა ხელმძღვანელობა ამ უკანასკნელმა დაბალი ხელფასის გამო იუკადრისა. 



  • goga1996
  • 14 მაისი 2018 15:32
kai kacia papa karlo

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით