ოფიციალურად: თომას ტუხელი "პსჟს" გაუძღვება

14-05-2018, 20:06

სულ ცოტა ხნის წინ, "პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში უნაი ემერს თომას ტუხელი ჩაანაცვლეს.

როგორც ცნობილი გახდა, "პსჟს" მესვეურებმა უნაის მადრიდთან განცდილი სამარცხვინო მარცხი არ აპატიეს და სწორედ ამიტომ, ტუხელთან მოლაპარაკებები სწორედ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ დაიწყეს. როგორც ხედავთ მოლაპარაკებები საბოლოოდ პარიზელთა სასარგებლოდ დასრულდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გერმანელი სპეციალისტი პარიზულ გრანდს 2020 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.

ცნობისთვის, 44 წლის თომასი 2015-17 წლებში დორტმუნდის "ბორუსიას" საკმაოდ წარმატებულად წვრთნიდა.



  • messi10
  • 14 მაისი 2018 21:18
tuxeli klasni mcvrtnelia

gaachnia rogor gamoadgeba parizul grands imedia es martla swori gadawyvetileba aris

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საბა კვირკველიამ “ლოკომოტივს“ მოაგებინა (ვიდეო)

დაგვიმეგობრდით