"ჩელსი" არგენტინელს იმატებს

15-05-2018, 11:01

ბრტიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი", ზაფხულში, ალვარო მორატას გაუშვებს. აღსანიშნავია, რომ ესპანელს კუნძულელთა რიგებში კარიერა ვერ აეწყო და ისევ იტალიაში დაბრუნება სურს. 

როგორც ირკვევა, ალვაროთი "იუვენტუსია" დაინტერესებული. აბრამოვიჩის საზრუნავი შეტევის გაძლიერებაა და დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან "არისტოკრატებისთვის" მაურო იკარდი გაირჯება. 

არგენტინელისთვის ბრძოლაში "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედია" ჩართული. მიმდინარე სეზონში ამ უკანასკნელმა 35 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.



  • levani25
  • 15 მაისი 2018 12:16
მაგრად გააძლიერებს ჩელსის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით