კაშიამ "ვიტესი" ევროპის ლიგაზე მიაახლოვა

16-05-2018, 08:01

ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად გურამ კაშიას "ვიტესი" "უტრეხტს" დაუპირისპირდა და მეტოქე გუნდი 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ, შეხვედრის დამატებით დროში გაიტანა. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა ბიუტნერის გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო. აქვე გეტყვით, რომ გურამმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და რიგ ეპიზოდებში გამოირჩეოდა კიდეც. 

საპასუხო შეხვედრა, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს, უტრეხტში 19 მაისს გაიმართება.





  • levani25
  • 17 მაისი 2018 13:16
საღოლ კაშოოო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით