• 10-06-2023
    სუპერ წინადადება გიორგი მამარდაშვილს! - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მეკარე
    სუპერ წინადადება გიორგი მამარდაშვილს! - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მეკარე

    როგორც მოგეხსენებათ, წარმატებული სეზონის შემდეგ უდიდესი ალბათობით გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” დაემშვიდობება.

    Eldesmarque-მ ქართველ მეკარეს საინტერესო სტატია მიუძღვნა:

    “გიორგი მამარდაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა. კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, თუმცა ქართველი მეკარის მიმართ სევილიას ინტერესზე უკვე მსჯელობენ. ანდალუსიურ გუნდს დიდი ალბათობით ბონო დაემშვიდობება.

    თუკი მოროკოელი კლუბს ნამდვილად შეიცვლის, დიდი შანსია, მამარდაშვილი ევროპალიგის მოქმედი ჩემპიონების რიგებში აღმოჩნდეს და გუნდის პირველი მეკარის სტატუსისთვის მარკო დმიტროვიჩის კონკურენცია გაუწიოს”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 38-ე ტურში შეუცვლელად ითამაშა.

    Facebook კომენტარები