სუარესი იტალიის ჩემპიონატში მიდის?!

16-05-2018, 17:14

გავლენიანი "Don Balon"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მილანის "ინტერი" კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი შემტევით, ლუის სუარესით არის დაინტერესებული.

ჟურნალისტთა მტკიცებით, მაურო იკარდი გუნდს მალე დატოვებს და "ნერაძურის" დიდი საფიქრალი გაუჩნდება. სწორედ ამიტომ იტალიური გრანდის მესვეურები "ელ პისტოლეროს" გადმობირებას და მის უახლოეს მომავალში გაოფრმებას გეგმავენ.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჯერჯერობით აღნიშნული ტრანსფერის შესახებ არცერთ მხარეს არ უსაუბრია და სწორედ ამიტომ არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ეს ინფორმაცია ჭორი იყოს და სხვა არაფერი.

ცნობისთვის, ლუისმა მიმდინარე სეზონში 50 მატჩი ჩაატარა და აქედან 31-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.



  • messi10
  • 16 მაისი 2018 17:16
ver miigebt suas

  • Tashi777
  • 16 მაისი 2018 20:10
Suas italiurii fexburti arsheesabameba mas sivce uyvars da meesiis pasi arserom ufro premier ligas urchev da eg chemze kargad icis madlobelivar yvelafristvis rac chventvis anu barsastvis gaaketa didi adamianixar

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით