ოფიციალური გადაწყვეტილება: დიეგო მარადონა "დინამოში" იმუშავებს

16-05-2018, 17:55

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი, დიეგო მარადონა ოფიციალურად ბრესტის "დინამოს" დირექტორი გახდა.

ჟურნალისტთა მტკიცებით, "დინამოს" მესვეურებსა და მარადონას შორის სამწლიანი კონტრაქტი შედგა. არმანდოს ბელარუსიული კლუბის ბავშვთა აკადემია ჩააბარეს და ამასთან ერთად, მას ძირითადი კლუბის სტრატეგიული საკითხებიც ანდეს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელი სპეციალისტი, ამჟამად, არაბულ კლუბს წვრთნის და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ზემოთხსენებული ქვეყნისკენ აიღებს გეზს. მარადონას საფეხბურთო კარიერის მსგავსი ტრიუმფალური სამწვრთნელო კარიერა არ გამოუვიდა და არაბეთში გაფუჭებული საქმე კიდევ უფრო დაამძიმა.

ასე და ამგვარად, სამხრეთ ამერიკელის პერსონალურ ფანებს ისღა დარჩენიათ, რომ მის გადირექტორებას დაელოდონ.



  • messi10
  • 16 მაისი 2018 17:56
magari kacia maradona

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით