წეწვა-გლეჯვა მილინკოვიჩ-სავიჩისთვის

17-05-2018, 21:52

"ლაციოს" ვარსკვლავისთვის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩისთვის არაერთი გრანდი იბრძვის.

"მანჩესტერ იუნეიატედი"  სერბი ფეხბურთელის ტრანსფერში აქტიურად არის ჩართული. "წითელი ეშმაკები" მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიან.

ინგლისური კლუბის გარდა სერგეის გადაბირებას იტალიური("იუვენტუსი), ესპანური(რეალ მადრიდი") და ფრანგული(პსჟ") გრანდები შეეცდებიან. 

წინა ზაფხულს ფეხბურთელის ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა კი 100 მილიონამდე გაიზარდა.

ტრანსფერის თაობაზე კომენტარი სავიჩის აგენტმა გააკეთა: "იმ ფაქტით, რომ ჩვენით ამდენი გრანდი ინტერესდება, ძალიან მოხარულები ვართ. ამ მომენტისთვის კომენტარის გაკეთებას ვერ შევძლებ, რადგან კვირას "ლაციოს" სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის, ამიტომაც მილინკოვიჩი მხოლოდ ამ თამაშზეა კონცენტრირებული", - განაცხადა მატეა კეზმანმა.



ეს იუვეში გაასწორებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ცხადაძემ ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით