ზიდანი:"ნეიმარის შეძენას ჯერჯერობით არ ვაპირებთ"

19-05-2018, 17:49

მადრიდის "რეალის" ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და ამასთან ერთად "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერს ნეიმარ ჟუნიორსაც გაკვრით შეეხო.

"ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩვენ მის დამატებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ. არ მინდა საუბარის გაგრძელება იმ ფეხბურთელზე, რომელიც "რეალის" საკუთრებაში არაა".

"გპირდებით, რომ ნეიმარზე და სხვა ფეხბურთელებზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაწვრილებით ვისაუბრებ".

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩემი გუნდი მშვენიერ ხასიათზეა და მესამედ აპირებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას", - განაცხადა ზიდანმა "Football Espana"-სთან.



  • messi10
  • 19 მაისი 2018 18:03
zidani magari kacia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით