ზიდანი: "ნეიმარზე ფინალის შემდეგ ვისაუბროთ"

19-05-2018, 20:28

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ნეიმარ ჯუნიორის შესაძლო ტრანსფერზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მე ამჟამად არ ვაპირებ იმ ფეხბურთელზე საუბარს, რომელიც ჩემი გუნდის შემადგენლობაში არ ასპარეზობს."

"ზუსტად ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გვაქვს და ყველა ამაზე ვფიქრობთ. ნეიმარზე საუბარი კი ამ შეხვედრის შემდეგ შეიძლება, მაგრამ არა ახლა." - აცხადებს ზიდანი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით