ბოატენგმა შესაძლოა "ბაიერნი" დატოვოს

20-05-2018, 18:53

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა შესაძლოა მომავალ ზაფხულს კლუბი გამოიცვალოს.

როგორც ფეხბურთელმა Sky Deutschland-ს განუცხადა, იგი ბედნიერია მიუნხენში, თუმცა არ იცის, თუ რა მოხდება მომავალში.

"ყველამ თავისი მომავალი ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს."

"მე ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, რომ სიახლეები მჭირდება. უცხოური ქვეყნებიდან შემოთავაზებები კი ყოველთვის მიმზიდველია."

"თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბედნიერი ვარ მიუნხენში. მაგრამ, არ ვიცი რა მოხდება მომავალში." - აცხადებს ბოატენგი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით