"პსჟ"-ს პრეზიდენტი: "ნეიმარის შენარჩუნებისთვის ბრძოლას არ ვაპირებ"

20-05-2018, 20:24

რამდენიმე საათის წინ, "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ პრესასთან პარიზულ გრანდზე და მის ლიდერზე, ნეიმარ ჟუნიორზე ისაუბრა.

"არავის შეჩერებას არ ვაპირებ. ვინც აქ უკმაყოფილო იქნება ჩვენგან პრობლემების გარეშე წავა, რადგანაც ვთვლი, რომ ვერაფერი და ვერავინ ვერ იქნება კლუბზე მეტი. ეს ეხება როგორც სამწვრთელო შტაბს, ასევე ფეხბურთელებს".

"არ ვაპირებ ნეიმარის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლო, რადგანაც არ მინდა ვინმე კლუბს ძალით მივაჯაჭვო. თუ მას აქაურობა არ მოსწონს გზა დიდია. ინტერესი? თუ "რეალი" საკმარის თანხას გადაიხდის, ჩვენ მას გავყიდით", - განაცხადა პარიზული გრანდის პრეზიდენმტა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავთბიჭუნა "პსჟში" 2017 წელს "ბარსელონადან" 222 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.



  • messi10
  • 20 მაისი 2018 20:27
dabrundi barsashii

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გადავა ჩაკვეტაძე "ბარსელონაში" და მერე..."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით