ტუხელი: "ვარსკვლავების არ მეშინია"

21-05-2018, 10:01

"პსჟ"-ს ახალმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მედიასთან კომენტარი  გააკეთა და აღნიშნა, რომ ვარსკვლავების გაწვრთნის გამოცდილება არა აქვს, თუმცა ეს ფაქტი სულაც არ აშინებს. 

"ვარსკვლავების გაწვრთნის არ მეშინია, რადგან მჯერა, რომ ჩვენ ერთმანეთს გაუგებთ და საბოლოოდ დადებით შედეგს დავდებთ. მნიშვნელოვანია, რომ სრული ატმოსფერო სუფევდეს და ამას ერთად მივაღწევთ", - განაცხადა ტუხელმა. 

შეგახსენებთ, რომ ტომასმა "პარკ დე ფრანსის" ბინადრებთან 2 წლიანი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ დადო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიური მედია: "პჟ"-სა და "იუნაიტედის" სკაუტები ჩაკვეტაძეს აკვირდებიან"

დაგვიმეგობრდით