"ლიონიდან" "ლივერპულამდე" - კლოპი ფრანგით ინტერესდება

21-05-2018, 12:11

The Sun-ის ინფორმაციით, "ლიონის" შემტევი ნაბილ ფეკირი ინგლისში გადადის. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის შეძენა "ლივერპულს" სურს და მის სანაცვლოდ სოლიდური თანხის გადახდასაც აპირებს. 

როგორც ირკვევა, ფეკირი საფრანგეთში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა. ამ უკანასკნელმა მედიასთან განაცხადა, რომ "ლიონში" თავი ამოწურა და მთელი სეზონის განმავლობაში ბევრის დამტკიცება შეძლო. 

შეგახსენებთ, რომ ფეკირს საოცარი სეზონი ჰქონდა. 24 წლის შემტევმა 30 შეხვედრის ჩატარება შეძლო და 18 გოლი ჩაიწერა აქტივში. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით