"არსენალს" ემერი გაწვრთნის?

21-05-2018, 21:11

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის შემდგომ არსენ ვენგერი "არსენალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს და მის შემცვლელზე საუბრები უკვე დაიწყო.

ესპანური გამოცემა football-espana-ს ინფორმაციით, "მეთოფეებმა" მოლაპარაკებები უნაი ემერისთან დაიწყეს. როგორც ცნობილია, 46 წლის სპეციალისტი ამჟამად ლონდონში იმყოფება და კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

შეგახსენებთ, რომ ემერი ამჟამად "პსჟს" მთავარი მწვრთნელია, თუმცა სეზონის შემდგომ მას თომას ტუხელი ჩაანაცვლებს. შესაბამისად, ინგლისელებს მისი აყვანა მარტივად შეეძლებათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით