პერინი: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურს“

22-05-2018, 10:31

იტალიური მედიის ინფორმაციით, "ჯენოას" კიპერი მატია პერინი შესაძლოა "იუვენტუსში" გადაბარგდეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ ფეხბურთელმა მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. 

"კარგია, როდესაც მსგავსი ამბები გესმის. უნდა ითქვას, რომ ამის ფუფუნება ბევრ ფეხბურთელს არა აქვს. "ჯენოაში" თავს იდეალურად ვგრძნობ, თუმცა დროა მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლო. არ ვიცი რა ხდება ჩემს გარშემო. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ არის“, - განაცხადა იტალიელმა. 

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსიდან" ჯიჯი ბუფონი წავიდა და მასიმილიოანო ალგერი მის შემცვლელს ეძებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პერინი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით