ბუფონი ფრანგებს მიჰყავთ

22-05-2018, 11:11

Footbal-Italia- ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდა ჯიჯი ბუფონი "პსჟ"-ს შემოთავაზებას დათანხმდა. წყაროს ცნობით, 40 წლის კიპერი კლუბში 2 წელს გაატარებს და ანაზღაურებაც შესაფერისი იქნება. 

როგორც ირკვევა, ბუფონმა „პარკ დე ფრანსის“ ბინადრების შემოთავაზებას ზურგი ვერ აქცია, რადგან ალ-ხელაიფი პირადად იყო დაინტერესებული აპენინელით და საწადელსაც მიაღწია. 

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა ტურინული ვოიაჟი გასულ შაბათს დაასრულა და 17 წლიანი ისტორია ოქროს ასოებით ჩაწერა. ფაქტია, რომ ჯიჯი ლიგის მოგების სურვილით ისევ ევროპულ გრანდში იასპარეზებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიური მედია: "პჟ"-სა და "იუნაიტედის" სკაუტები ჩაკვეტაძეს აკვირდებიან"

დაგვიმეგობრდით